ავტორი მარიამ გელაშვილი
სიღნაღში მაჰათმა განდის 151 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მასპინძლობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ლალი მოროშკინა.
გაიმართა საჯარო მასტერკლასები თემაზე „განდი, როგორც მშვიდობის სიმბოლო, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის მშვიდობის ჰაბი“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა ვლადიმირ კონსტანტინიდიმ, მაჰათმა განდის საზოგადოების გამგეობის წევრებმა დავით ბეჟიტაშვილმა, ირაკლი გოგიამ, გიორგი გასვიანმა, სოფო ბათილაშვილმა, გიორგი ცხადაძემ, დავით ანდრიაძემ, უფოლოგმა და ფილოსოფოსმა ერეკლე შონიამ, საგარეჯოს მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, სიღნაღის მერმა გიორგი გოგილაშვილმა, ბიდისი აკადემიის რექტორმა ნათია შათირიშვილმა, ფოლკლორულმა ანსამბლმა „განგა“" და ოპერის მომღერალმა სოპრანო ნონა ბერაძემ, „ტეზ ტურის“ თანადამფუძნებელმა მიხეილ ბერაძემ, საზოგადოების „უკეთესი სიღნაღისთვის“ დამფუძნებლებმა.
გადაწყდა, რომ ყოველ წელს, 2 ოქტომბერს, მაჰათმა განდის სახელობის მშვიდობის კონფერენციაზე, სიღნაღი უმასპინძლებს ახალგაზრდა ფილოსოფოსებს, დიპლომატებს, მეცნიერებს, პოლიტოლოგებს და ხელოვანებს.