„ვახტანგ კიკაბიძეს უფლება აქვს, თავის მოსაზრება ჰქონდეს სააკაშვილის ანგელოზობასა და სისხლიანი რეჟიმის სადისტური მართვის პოზიტივებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ მან თავისი შემოქმედებითი კარიერის პერიოდში იმდენად ბევრი სიკეთე დათესა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მას ის გადაცდომა შეუნახა, რასაც სადიზმის მხარდაჭერა ჰქვია. არ მგონია, რომ ბუბა კიკაბიძისთვის, საყვარელი მსახიობისთვის ეს განცხადება და აქტიური გამოსვლა იმ რეჟიმის მხარდაჭერად, რომელიც ხასიათდება, როგორც უხეში დამრღვევი ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ა.შ. მას ღირსებას არ მატებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“-ს საარჩევნო სიის პირველი ნომერია.