logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჩვენი საარჩევნო პროგრამა არის ნათელი სურათი, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო
- +

2 ოქტომბერი. 2020. 17:39

 

 

„ჩვენი საარჩევნო პროგრამა ყველა დარგის მიხედვით, არის ნათელი სურათი, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო და რა უნდა მოუტანოს საქართველოს არა მხოლოდ წარმატება, არამედ ამ ურთულეს ვითარებაში, როგორ უნდა გავიდეთ სამშვიდობოს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ოპონენტებს სერიოზულად ის მოხვდათ გულში, რომ თემა არ დარჩა, სადაც ცა და დედამიწასავით განსხვავება არ იყოს მათ ნაკეთებსა და ჩვენს გაკეთებულ-გასაკეთებელს შორის.

 

„ოპონენტებს ნუ ეკითხებით, საზოგადოებას ჰკითხეთ, რომელიც ხედავს, რომ აუცილებელია, შედარებითი ანალიზი გაკეთდეს – რა გვქონდა და რა გვაქვს სოციალური პაკეტების თუ ეკონომიკის, თუ უსაფრთხოების მიმართულებით. სამომავლოდ ორიენტირება იყო მთავარი ხაზგასმა იმ ანალიზის, რა გაკეთდა გუშინ. რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან შედარება გამართლებულია პროფესიონალურადაც და მორალურადაც, რათა უამრავმა ადამიანმა, ვინც დაკავშირებული არ არის ემოციურად სადისტური მართვის იმ პერიოდთან, იცოდეს, რეალურად რა მოხდა. თუ ვინმეს კონკრეტულ ფაქტებზე აქვს რაიმე პრეტენზია, შეუძლიათ, დაასახელონ, რომ ესა თუ ის არ მომხდარა, არც მკვლელობა, არც წამება, არც ბიზნესების „ახევა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner