ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და მისი მეუღლის, კარენ პენსის „კოვიდ-19“-ის ტესტის პასუხები უარყოფითია. ინფორმაციას „ასოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.
ვიცე-პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, მაიკ პენსი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და ისინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.