logo_geo
eng_logo
პროკურატურაში დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა გამოიკითხა
- +

2 ოქტომბერი. 2020. 22:59

 

 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა გამოიკითხა.

 

ნატალია ილიჩოვას, რომლის სახლიდან რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა დავით გარეჯის საქმეზე გაუჩინარებული რუკა ამოიღეს, გამოკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ამასთან ერთად, საგამოძიებო უწყებაში გრძელდება დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის კიდევ ერთი ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის გამოკითხვა.

 

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად ერთვის თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

 

მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტებია მოძიებული, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner