პუბლიცისტი დავით კალანდია ფეისბუქზე, ცნობილი მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციულ სიაში პირველ ნომრად დასახელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ასაკოვანი მომღერალი გაწირეს და მთელი ქვეყნის სამასხარაოდ აიგდეს.
დავით კალანდია სოციალურ ქსელში წერს: „ბუბა კიკაბიძეზე სიმღერა მინდოდა დამეწერა
მერე
არ დავწერე.
გამახსენდა, რამდენი სიხარული მომანიჭა თავის დროზე, გინდა “ორერაში”, გინდა დანელიას ფილმებში, გინდა “ვერის უბნის მელოდიებში”, გინდა ცაბაძის სიმღერებში.
ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება.
დღესაც ზოგჯერ ვუყურებ დანელიას “არ დაიდარდოს” და ხან მეტირება, ხან მეცინება.
ხან ორივე ერთად.
ძალიან მეცოდება ბუბა კიკაბიძე, როგორ გაწირეს ამ ნაძირლებმა, როგორ აიგდეს მთელი ქვეყნის სამასხარაოდ ეს ავადმყოფი მოხუცი კაცი.
კი, უკვე დიდი ხანია გამოშტერდა, და ამიტომ რა, ასე სასტიკად უნდა მოექცე?
ჩავხედე ბუბას თვალებში და ისეთი სიბნელე დავინახე, რომ შავ ხვრელს შეშურდებოდა.
ცხოვრების მიწურულს ასე რო გაგაპამპულავებენ, და შენ რომ ამას ვერ ხვდები, აი, ეს არის დრამა.
დრამაზე მეტია.
ეს ტრაგედიაა.
შექსპირი ცოცხალი რომ ყოფილიყო, დაწერდა 5 აქტიან ტრაგედიას, ბოლოში ყველა რომ კვდება, ისეთს.
საწყალი კაცი…
ერთადერთ რამეს ვთხოვ უფალს, თუკი ის, რასაკვირველია არსებობს: ცხოვრების მიწურულს ჭკუას ნუ წამართმევ, შიმშილი და მათხოვრობა მირჩევნია, ოღონდ არ გამაგიჟო.
Не дай мне бог сойти с ума.
Нет, легче посох и сума;
ეჰჰჰ, ბუბა, ბუბა…“, – წერს დავით კალანდია.