logo_geo
eng_logo
დავით კალანდია გიორგი ვაშაძეზე: სულ პუსტა-პუსტაზე ყბედობს ეს მაიმუნი ვირიშვილი
- +

3 ოქტომბერი. 2020. 00:54

 

 

პუბლიცისტი დავით კალანდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს: მანქანაში რადიო ჩავრთე. ერთ არხზე "გედების ტბას" მღეროდნენ, მეორეზე გიორგი (პუჭურ) ვაშაძე ქადაგებდა.

იმის გამო, რომ "გედების ტბა" ვიცი როგორ მთავრდება (მკვლელი როტბარია), ვიფიქრე, პუჭურ-ჟორას მოვუსმენ-მეთქი.

ესეიგი, ტიპი გვპირდება, გაპრემიერების შემდეგ, 300 000 სამუშაო ადგილს შევქმნიო. 2025 წლისთვის 25 მილიონი ტურისტი ჩამოვა საქართველოში და ტურისტები ყველა სოფელს მოინახულებენ, ეკონომიკა 4-5-ჯერ გაიზრდება, ლარი უმყარესი გახდება და ა.შ.

რო შეეკითხეს, როგორ აპირებს? უპასუხა "მე მთელი მსოფლიო მიცნობს, წავალ ყველას დაველაპარაკები და ინვესტიციებს ოხრად ჩამოვიტანო. პრემიერი რომ ვიქნები, სულ საზღვარგარეთ ვივლი, კარდაკარ და ყველას დავარწმუნებ, რომ ძაან მაგრობაა საქართველოში ინვესტირება, შემოვიყვან 180 ბრენდულ სასტუმროს..." და ა.შ.

(ერთი სიტყვა არ მომიგონებია, მართლა ასე იბაზრა).

მოკლედ, ბოდავს, სულ პუსტა-პუსტაზე ყბედობს ეს მაიმუნი ვირიშვილი, და რაც მთავარია, ვიღაც ხომ უსმენს და უჯერებს?

კატასტროფაა, რაც აქ ხდება ამ წინასაარჩევნო დაპირებებით.

ხოდა

რითი ვარ მე სხვებზე სუსტი?

მე თუ გამაპრემიერებთ, ყოველ წელს 5 მილიონ სამუშაო ადგილს შევქმნი, ბილგეითსები და ჯეფბეზოზები თავის კაპიტალს საქართველოში გადმორიცხავენ, დედამიწის ყოველი მაცხოვრებელი ვალდებული გახდება ერთხელ მაინც მოინახულოს საქართველო...ერთხელ წელიწადში და აქ 10 ათას დოლარამდე დახარჯოს. ჰოლივუდი მხოლოდ საქართველოში და საქართველოზე გადაიღებს ფილმებს, თამარ მეფეს გადმოვასვენებ მავზოლეუმში და ლისის ტბის ფსკერზე ატლანტიდას აღმოვაჩენ.

ოღონდ არ მკითხოთ როგორ გავაკეთებ ყველაფერ ამას.

ჯერ ამირჩიეთ, მერე გეტყვით.

 ღმერთო, ღმერთო, ჭკუატკბილი

დააბრუნე ჩემს მამულში!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner