საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიციის მიერ შექმნილი უხერხულობა და ევროპარლამენტარისგან მიღებული შენიშვნა, აი, რას იხსენებს დელეგაციის წევრი ჟურნალისტი, სალომე მათიაშვილი.
''ოფიციალური ვიზიტების დროს კარგი და მარტივი დასანახია, როგორ უშლის ოპოზიცია ხელს არა მხოლოდ მმმართველ გუნდს, არამედ ქვეყნის ინტერესებსაც ‘’, - განაცხადა “postv”-ის ჟურნალისტმა სალომე მათიაშვილმა გადაცემაში „კვირის პოსტი“, სადაც “ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის საგარეო თუ საშინაო მიღწევებზე ისუაბრა.
ჟურნალისტმა გაიხსენა ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი სტრასბურგში, სადაც მმართველ გუნდთან ერთად პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ჟურნალისტის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქცევისა გამო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარისგან შენიშვნაც კი დაიმსახურეს - „ეს არ არის ბრძოლის ველი და საბრძოლველად არ ხართ ჩამოსულებიო“.
„სტრასბურგში ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს და ერთ-ერთი საკითხი იყო გიგი უგულავას თემა. მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს შესთავაზა გამოეგზავნათ დელეგაცია საქართველოში და თავად შეესწავლათ ეს საქმე და თავად მიაწვდიდნენ ყველა ხელშესახებ მასალას და სწორედ ამის შემდეგ გაეკეთებინათ დასკვნები. ამის შემდეგ მოხვედრილიყო რეზოლუციაში ეს საქმე, რომელიც ევროპარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო.
სხვათაშორის, ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მომენტში ყველაზე მეტად უხერხული დასანახი იყო ის, რომ სალომე სამადაშვილს ჰქონდა პრეტენზია - ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როგორ აპირებს ევროპარლამენტი დელეგაციის გაგზავნას საქართველოში?! იმდენად არ უნდოდათ, საქართველოში დელეგაცია ჩამოსულიყო, ბევრი უარყოფითი მცდელობები ჰქონდათ’’,-აღნიშნა ჟურნალისტმა.