„ყველა გადაწყვეტილება, ვიქნებით ერთად, ცალ-ცალკე, თუ როგორ იქნება, მიღებული იქნება ძალიან ცივილიზებული გზით", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
„ამაზე დღეს საუბარი ზედმეტია. ყველა გადაწყვეტილება, ვიქნებით ერთად, ცალ-ცალკე თუ როგორ იქნება, მიღებული იქნება ძალიან ცივილიზებული გზით. ამიტომ ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.