გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსი 2 536 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 19 ადამიანი გარდაიცვალა.
სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 296 958 შემთხვევა, გარდაიცვალა 9 527 ადამიანი.