logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი გულშემატკივრებს მადლობას უხდის
- +

3 ოქტომბერი. 2020. 10:12

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალში გადაიყავნეს, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მოკლე შეტყობინება გამოაქვეყნა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაიხადა.

 

„ვფიქრობ, კარგად მიდის! დიდი მადლობა ყველას. მიყვარხართ!!!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

 

ამასთან, როგორც ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ თეთრი სახლის პრესმდივანზე, კეილი მაკენანიზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის პრეზიდენტს „რემდესივირით“ მკურნალობენ.

 

„სიხარულით გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. ის არ საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას, თუმცა სპეციალისტებთან კონსულტაციით ჩვენ გადავწყვიტეთ „რემდისივირით“ მკურნალობის დაწყება. მან პირველი დოზა მიიღო და მშვიდად ისვენებს“, – ნათქვამია თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაში.

 

კორონავირუსით ინფიცირების შესახებ დონალდ ტრამპმა გუშინ დილით თავად განაცხადა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა აშშ-ის პირველ ლედისაც. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ვოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner