კორონავირუსი კიდევ ერთ ამერიკელ, „რესპუბლიკელ“ სენატორს დაუდასტურდა. საკუთარი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის შესახებ სენატორმა ტომ ტილისმა განაცხადა.
სენატორი ჩრდილოეთ კალიფორნიიდან, ტომ ტილისი სენატში იურიდიული კომიტეტის წევრია, სადაც ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას განიხილავენ. მანამდე, აღნიშნულ კომიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთ „რესპუბლიკელ“ სენატორს, მაიკ ლის დაუდასტურდა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ.