logo_geo
eng_logo
შსს-მ მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- +

3 ოქტომბერი. 2020. 12:05

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 სექტებერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი - 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 1977 წელს დაბადებული გ.ჯ. ძალადობის ბრალდებით ,მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს - გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს - დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner