logo_geo
eng_logo
არაბული მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში სირიელი მებრძოლები მოკლეს
- +

3 ოქტომბერი. 2020. 13:04

 

 

„მთიან ყარაბაღში 28 სირიელი მებრძოლი მოკლეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალ არაბია“, „სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობით, კონფლიქტის დაწყებისას თურქეთმა აზერბაიჯანის დასახმარებლად სირიის ჩრდილოეთიდან 850-ზე მეტი მებრძოლი გაგზავნა.

 

ყარაბაღში სირიელების დაღუპვა სააგენტო, „ფრანს პრესს“, თავად ჯარისკაცების ნათესავებმა დაუდასტურეს.

 

სომხეთი კონფლიქტის ზონიდან სირიელი მებრძოლების გაყვანას ითხოვს.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის ქალაქ ალეპოს „ჯიჰადისტური ჯგუფებიდან“ 300 სირიელი მებრძოლი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში გადავიდა, საიდანაც აზერბაიჯანში გაგზავნეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner