logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: დაევალოს მიხოს – წავიდეს ნა ხ.ი!
- +

3 ოქტომბერი. 2020. 14:57

 

 

 

ამ დღეებში სრულიად საქართველოს, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე სიცილის ტალღამ გადაუარა. მიზეზი ბევრი რამ იყო, მაგრამ აქედან ორი უფრო გახლდათ გასაჭაჭი: პირველი – ამ ქვეყნიდან გაქსუებულმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი დედა, გიული ალასანია ზუგდიდში გააგზავნა მაჟორიტარობის კანდიდატად; მეორე – იგივე გაქსუებულმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელა, სადაც წარმოგვიდგენს, თუ როგორ გააშენა ვენახი კიევში, როგორ იძახის: აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო, შენაო და როგორ ცდილობს დააბოლოს კახელი მევენახეები, ეხლა ყურძენს რომ ჩააბარებთ, სერთიფიკატები შეინახეთ, ნოემბერში მთავრობის თავმჯდომარედ რომ დავბრუნდები, კილოზე 80 თეთრს კიდევ წაგიმატებთო. არა, ეს ხომ არის და არის სასაცილო, ამის წამატებული არ გაიშვა სოფელ ქვემო მაჩხაანამდე, მაგრამ მთავარი ამ ვიდეოს ფინალია – ბატონი მიხა იწყებს კამპანიას: „დაავალე მიშას“!

 

სხვათა შორის, ამ თემაზე ზაალ უდუმაშვილმაც საგანგებოდ გვაუწყა, ახალ კამპანიას ვიწყებთ და აბა, თქვენ იცით, ყველაფერი შეგიძლიათ დაავალოთ მიშასო.

 

ჩვენც მეტი რაღა დაგვრჩენოდა? დავსხედით კახელნი, იმერელნი, ქართლელნი, მეგრელნი, რაჭველნი, ზემო სვანნი, ქვემო სვანნი, აჭარელნი, გურულნი, მესხნი, ჯავახნი მრგვალ მაგიდასთან და გავმართეთ ბჭობა-თათბირი. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, თათბირს არ ესწრებოდნენ აფხაზნი და ოვსნი.

 

კახელები შევედით წინადადებით, ამ უჯიშოსთვის შეგვეხსენებინა ის წლები, როცა 1 ჰექტარ ვენახის გაჩეხვაში 2 ათას ლარს იძლეოდა. სწორედ მიხოს მთავრობა იყო, რომელმაც გადაწყვიტა ჭარბი ყურძენი არ გვინდა, ზედმეტი ბარგია, უნდა მოვსპოთო. მანამდე კი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მოგვიქსია ავტომატებით, ვინც მიტინგებს გამართავთ და გზების გადაკეტვას ეცდებით, დედებს მოგიტ...ნავთო. ბოლოს დედამოტ...ნული ვინ დარჩა, კი დავინახეთ, მაგრამ რაც მაშინ სოფელ ვაქირის გადასახვევთან ხდებოდა, ნამდვილად იყო არასასიამოვნო.

 

მეგრელებმა თქვეს, მირე თე ხანგა, მუჭო რე გილეაჟვაბალ, თე ბორო. ვერაფერი გავიგეთ, შენიშვნა მივეცით, რომ ცოტა პოპულარულად ელაპარაკათ. კაიო, ეგ კინტურმანტურის საკითხიაო. თან აგვიხსნეს, კინტურმანტური ტექნიკას ნიშნავსო, გინება არ გეგონოთო. მოკლედ, მეგრელებმა ერთმანეთში კიდევ დიდხანს ითათბირეს, ვერ გავაჩერეთ, ბოლოს თქვეს: ჩვენაო, ხელებიც დაგვიბანია, მთავრობის თავმჯდომარედ ჩვენი კაცი გვყავს, მ აგ ოლეს რა უნდა დავავალოთო? ატარახტარხდირდირმაშინა გიულა რო გამოაგზავნა ზუგდიდში, ხო არ ჰგონია, რამეს მიიღებსო? ჩვენი ფეხებიო?

 

გურულებმა: ჩვენ, ძამა, გლობალური საკითხები გვაწუხებს, ვატყობთ, ბოლო დროს მშვიდობას საფრთხე შეექმნაო. დავფიქრდით, სიმართლეს ღაღადებდნენ. მოდით, მიშას დავავალოთ, რაც მსოფლიოში ატომური ბომბია, სუყველა მშვიდობიანად ააფეთქოსო, ოღონდ თვითონ მიწაზე არ იხოხიალოსო. თუმცაო, თითქმის დარწმუნებულნი ვართ, მაგ დავალებას არ შეასრულებს, მიშა მთელ ევროპაში განთქმული აფერისტია, არასოდეს აფერი გაუკეთებიაო. მოგვეწონა გურულების დავალება, პირველ ნომრად დავწერეთ ქაღალდზე. იქვე კახელებმა მივაწერეთ – „შაასრულებ – თეკლეს, არ შაასრულებ – ჩვენ ყ...ეს“!

 

რაჭველებმა: ამას წინებზე კუს ვასეირნებდით და გაგვექცა, მიშა მაგის პოვნაში თუ დაგვეხმარება, პირიქით, აქეთ დაგვავალებსო. ჩავწერეთ სიაში მეორე ნომრად. კახელებმა იგივე მივაწერეთ.

 

იმერლებმა: ჩვენ გვაინტერესებს მეტად სერიოზული საკითხიო. ყურები დავცქვიტეთ, სმენად ვიქეცით. აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, არსებობ თუ არა ქვანახშირი საიქიოშიო. მხრები ავიჩეჩეთ, მაგრამ მესამე ნომრად მაინც ჩავწერეთ იგივე კახური რეზოლუციით.

 

აჭარლებმა კატეგორიულად განაცხადეს, მურმან დუმბაძე უნდა დავასაჭუროსოთ და მოსავლელად მიშას უნდა გავუგზავნოთო. ჩვენ ვურჩიეთ, თავი შეეკავებინათ არაადამიანური ქმედებებისგან. გაგვიძალიანდნენ, წამოხტნენ, თუ ჩვენს მოთხოვნას არ მიიღებთ, პროტესტის ნიშნად კრებას დავტოვებთო. მაგრად ვიმუშავეთ, ლიტრობით ოფლი ვღვარეთ და დავარწმუნეთ, რომ წინა ხელისუფლებას ვერ დავემსგავსებით, მურმან დუმბაძეს კი თავისი უბედურებაც ეყოფა, იღლიაში ძირმაგარა გამოუვიდა.

 

ძვირფასო მეგობრებო!

 

რაც აქნობამდე მოგახსენეთ, ალბათ მიხვდით, იყო ხუმრობანარევი სიმართლე იმის საილუსტრაციოდ, რომ ჩვენ ამ გომბეშოსთან არც სათხოვარი გვაქვს რამე და არც დასავალებელი.

 

აბა, დაუკვირდით, გამოდის ტელევიზორში დამნაშავე, სასამართლოს მიერ მისჯილი, სხვა ქვეყნის მოქალაქე და აცხადებს, როგორც საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს, დამავალეთო. როგორ, რატომ, რისთვის, რანაირად უნდა დავავალოთ, რა ზნეობრივი და მორალური უფლება აქვს, თავი მომავალ მეთაურად წარმოიდგინოს?!

 

მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველო შავ დღეში ჩააგდო, არის სტაბილური ავადმყოფი. ნახეთ, როგორ მოიჩლიქა ენა ბოლო დროს, როგორი თაფლი გაურია თავის მიმართვებში და სწორედ ეს არის ყველაზე ამაზრზენი. მე პირადად ეს ყველაფერი მაგონებს გველის სისინს, დასაგესლად რომ ემზადება.

 

იყო დრო, მეგონა უზნეობასაც ჰქონდა საზღვარი. თურმე ვცდებოდი, არ ჰქონია და იმასაც აშკარად ვხედავ, როგორ მიდის ადამიანების გახრწნის პროცესი. გინდათ მაგალითი? როგორც კი ამ თახსირმა გამოაცხადა, მევენახეებო, სერთიფიკატები შეინახეთ, როგორც კი ჩამოვალ კილოზე 80 თეთრს წაგიმატებთო, ეგრევე დამირეკა კახეთიდან რამდენიმემ – ბიჭო, ჩვენ ყურძენს ბაზრებში ვყიდით, არ ვაბარებთ, ქვითრები არ გვაქვს, ვერ გაგვიჩალიჩებო? რათ გინდათ-მეთქი? აი, მიშა რო ჩამოა, საბუთი ხომ უნდა ვაჩვენოთო? ხედავთ, რას კადრულობენ საზოგადოების ბნელი წევრები? ხედავთ, როგორ უცებ იჯერებენ სისულელეს? მე ვუთხარი, ჯერ ერთი, სააკაშვილი მაშინ დაბრუნდება პრემიერ-მინისტრად, ვირი ლეღვის ტოტზე რომ გავა და სპექტაკლ „მაკნატუნადან“ ილეთებს გააკეთებს-მეთქი, მეორეც – მეტი საქმე არა მაქვს, თქვენისთანა კრეტინებს რამე გავუჩალიჩო-მეთქი. მადლობა უფალს, ასეთები ძალიან ცოტანი არიან!

 

* * *

 

ასე რომ... კრებამ დაადგინა: „ჩვენ, სრულიად საქართველოს, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, არაფერი გვჭირს საიმისო, ვიღაც ბოგანოს რამე დავავალოთ ან ვთხოვოთ, გარდა ერთისა – „იდი ნა ხ...ი“, ბატონო მიხავ!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner