logo_geo
eng_logo
ხაბაროვსკში დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
- +

3 ოქტომბერი. 2020. 16:12

 

 

 

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში დაკავებული გუბერნატორის მხარდასაჭერად მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაცია დაკავებული სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად უკვე 13 კვირაა, ყოველ შაბათ დღეს იმართება.

 

ხაბაროვსკში, არასანქცირებულ მიტინგზე მთავრობის სახლთან რამდენიმე ასეული ადამიანი იყო შეკრებილი. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს.

 

ხაბაროვსკის მერიაში აცხადებენ, რომ დემონსტრაციების მონაწილეთა რაოდენობა თანდათან კლებულობს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბოლო მანიფესტაციაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი წინა აქციასთან შედარებით მომიტინგეთა ნაკლები რაოდენობა უამინდობას დაუკავშირეს.

 

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მონაცემებით, დემონსტრაციაში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

 

სერგეი ფურგალი 9 ივლისს დააკავეს. მას 2004-2005 წლებში ორი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში, ასევე ერთ მეწარმეზე თავდასხმაში სდებენ ბრალს. მას 9 დეკემბრამდე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ფურგალს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. თავად დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner