logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ სხვა მოტივებზე მეტყველებს
- +

28 ივნისი. 2016. 13:49



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  სავალდებულო სამხედრო გაწვევის მომხრე თავადაც არ არის, თუმცა ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება.



ზოგადად ამ საკითხის მიმართ ალბათ, ერთგვაროვანი პოზიცია არ არის. მეც მიმაჩნია, რომ წვევამდელების ყოლა საქართველოსთვის არ არის სწორი, როგორიც იქნებოდა ვთქვათ, პროფესიულ ჯარზე გადასვლა, მაგრამ ალბათ, არის გარკვეული ცვლილებები საჭირო. ერთი უწყების მხრიდან ასეთი ცალსახა პოზიციის დაფიქსირება, თან წინასაარჩევნო რეჟიმში, სხვა მოტივებზე და ორიენტირებზე მეტყველებს. გადაწყვეტილებები ალბათ, რაღაც ეტაპზე არის მისაღები, მაგრამ როგორც გაკეთდა, არასწორია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner