აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 137 ადამიანი
-
+
3 ოქტომბერი. 2020. 18:31
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 137-ით გაიზარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
აზერბაიჯანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 40 561 შემთხვევა, მათ შორის 38 354 გამოჯანმრთელდა, ხოლო 595 გარდაიცვალა.
წყარო :