logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას
- +

2 მარტი. 2016. 12:46


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზების გარეშე მოგზაურობას შეძლებენ.


 

თავიდანვე იყო ცნობილი და ყველა მოხსენებაში ხაზგასმული, რომ საქართველომ ყველა ის ტექნიკური დავალება აბსოლუტურად შეასრულა, რომელიც მოცემული იყო და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტიც გაკეთდა, ვიდრე ეს იყო მინიმალური მოთხოვნები. დარჩენილია პოლიტიკური ნაწილი და მასზეც გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. ასე რომ, როგორც თავიდანვე ითქვა, პროცედურების გავლას რამდენიმე თვე სჭირდება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ ევროპაში ვიზების გარეშე მოგზაურობას", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის მხრიდან სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოქვეყნებას დღეს ელოდება.



მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახან ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!" - წერს ზვიად კვაჭანტირაძე facebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner