logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში 100-ზე მეტ ადგილს მოიპოვებს
- +

28 ივნისი. 2016. 13:49



ჩვენ ბევრი ასეთი კვლევა გვინახავს და გვინახავს ძალიან განსხვავებული შედეგები არჩევნებზე", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კითხვას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის მიერ დღეს გავრცელებულ პოლიტიკურ რეიტინგებს შეეხებოდა.


ერთადერთი, რაც აბსოლუტური დარწმუნებით მინდა ვთქვა, „ქართული ოცნება" ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ამ არჩვევნებზე.  ვფიქრობ, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი უპირატესობით, ეს იქნება სავარაუდოდ ასზე მეტი ადგილი პარლამენტში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, ყველაზე მთავარია, ხელისუფლება  მოწოდებულია, რომ ჩაატაროს  ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები საქართველოს უახლოეს ისტორიაში.


პრემიერის თქმით, 2012 წლის არჩევნები შეფასდა დემოკრატიულად მხოლოდ იმის გამო რომ მოხდა ხელისუფლების დემოკრატიულად ცვლილება.


„2012 წლის არჩევნები ნამდვილად ვერ შეფასდება დემოკრატიულად მისი წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, სადაც იყო უზარმაზარი ზეწოლა ოპოზიციაზე და ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე. ამიტომ ჩვენ ვაჩვენებთ აბსოლუტურად განსხვავებულ სტანდარტს და ეს იქნება დემოკრატიული სტანდარტი. საქართველოს მოსახლეობა რასაც გადაწყვეტს იქნება ის, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" მისი დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულებას განსაზღვრავს.


კვლევის მიხედვით, კითხვაზე - თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა „ქართული ოცნება", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი 21.7%-მა. გამოკითხულთა 7.8% „სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძეს" ასახელებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner