logo_geo
eng_logo
ეკატერინე გრიგალავა: საქართველოში ჰაერის ხარისხის შემოწმების შემდეგად საგანგაშო არაფერი აღმოგვიჩენია
- +

28 ივნისი. 2016. 14:19



გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა  ეხმაურება სტატიას, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ეხება. მისი თქმით, სტატია 2012 წლის კვლევებს ეფუძნება, „შესაბამისად, დასაზუტებელია".



მისი განცხადებით, საქართველოში ჰაერის ხარისხის შემოწმების შემდეგად „ისეთი საგანგაშო არაფერი აღმოუჩენიათ, როგორც სტატიაშია ნათქვამი".



სტატიაში არის მომენტები, რაზეც კომენტარის გაკეთება ახლავე შეგვიძლია. მაგალითად, ის, რომ არ ხდება ჰაერის დაბინძურების გაზომვები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჰაერის ხარისხის შემოწმება 3 მეთოდით ხდება, მათ შორის, ინდიკატორული გაზომვებით, რომელიც შარშან დაიწყო საქართველოს 10 ქალაქში, წელს მას კიდევ რამდენიმე ქალაქი დაემატა. 2016 წელს ჰაერის ხარისხის გაზომვის 3 ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს მე-4 ეტაპი. ეს გაზომვები ხდება როგორც ავტომატური სადგურების, ასევე ჯიხურების საშუალებით, რომელიც ქვეყნის რამდენიმე მთავარ ქალაქშია განთავსებული", - განაცხადა გრიგალავამ.



მისივე თქმით, ჰაერის ხარისხის შემოწმება ხდება ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებული ინდიკატორების გამოყენებით.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგები ყველას მიეწოდა და მასში დეტალურადაა ნათქვამი, თუ სად როგორი ჰაერი გვაქვს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში.



შემოწმების შედეგად აღნიშნა მტვრის, აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბების ცალკეული შემთხვევები. თუმცა არაფერი ისეთი საგანგაშო, როგორ დღევანდელ სტატიაში, ჩვენ არ აღმოგვიჩენია", - განაცხადა ეკატერინე გრიგალავამ.

 

 

მისი თქმით, საზოგადოებას დაზუსტებულ ინფორმაციას დღის ბოლოსთვის მიაწვდიან.



საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო, მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. ექსპერტების მოსაზრებით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება.



ანგარიშში მოყვანილია ცხრილი, რომლის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მესამეზე კი ჩინეთია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner