შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ორი, ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის - 1986 წელს დაბადებული ა.ი.-ს საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ.
მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი.-ს მიერ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების - გ.ა.-სა და ი.ა.-ს მიმართ განხორცილებული ძალადობა.
ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.