logo_geo
eng_logo
ბექა მიქაუტაძე: ნიკა მელია ცდილობს გლდანში დაძაბულობის კერები გააჩინოს
- +

3 ოქტომბერი. 2020. 23:42

 

 

 

გლდანის შტაბის უფროსი ბექა მიქაუტაძე ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ნიკა მელიას პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

 

მისი თქმით, ნიკა მელია ყოველდღიურად ცდილობს, გლდანში დაძაბულობის კერები გააჩინოს.

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის რაიონული ორგანიზაცია, მისი საარჩევნო შტაბი და ყველა მისი მომხრე/მხარდამჭერი კონცენტრირებულია 2020 წლის 31 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებისთვის. ჩვენი სურვილია ევროპული  სტანდარტით,  მშვიდ საარჩევნო გარემოში, პროგრამების და სამომავლო ხედვების ჭიდილში მოხდეს არჩევანის გაკეთება.

 

მიუხედავათ ჩვენი მცდელობისა, ჩვენი კონკურენტი ორგანიზაცია (ნიკანორ მელიას „ნაციონალური მოძრაობა“) ვერ ეგუება ასეთ მშვიდ გარემოს და ყოველდღიურად ცდილობს, პროვოკაციების მოწყობის გზით, გლდანში გააჩინოს დაძაბულობის კერები.

 

გლდანულაში მომხდარი ფაქტი, სადაც ნიკა მელიას მხარდამჭერებმა უკანონოდ დახიეს „ქართული ოცნების“ დროშები, იყო ნათელი მაგალითი ასეთი პროვოკაციული ქმედებისა. აგრეთვე, იყო მცდელობა ლევან კობიაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლისა, სადაც ნიკა მელიას მომხრეებმა გინებით და უშვერი სიტყვებით გალანძღეს შეხვედრის მონაწილეები.  ესეც არ იკმარა ბატონმა ნიკამ და სატელევიზიო ეთერით ლანძღა და ცილი დასწამა გლდანის რაიონის ამომრჩევლებს და საკუთარი დაბალი რეიტინგი და არაპოპულარობა სხვადასხვა ორგანიზაციებს და პიროვნებებს დააბრალა.

 

მინდა მოვუწოდო ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს: გთხოვთ, ნუ ვაქცევთ გლდანის რაიონს პროვოიკაციების და დაპირისპირებების ადგილად, ამით თქვენ გლდანელების გულს და ხმებს ვერ მოიგებთ. გთხოვთ, სიმშვიდით, საკუთარი პროგრამების წარდგენით მოხიბლოთ ამომრჩეველი და შეურაცყოფას ნუ მიაყენებთ მათ!“- აცხადებს ბექა მიქაუტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner