logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი: “ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მასზე ზრუნვაა”
- +

4 ოქტომბერი. 2020. 00:12

 

 

 

„ქართული ოცნების“ ბოლნისის , დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების: ანტიანის,ბაზაქლოს, ამამლოს, მამიშლოს, საფარლოსა და ანგრევანის მოსახლეობას შეხვდა.

 

მმართველი გუნდის კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

სოფლებში მთავარი გამოწვევა, სასოფლო-სამეურნეო მიწების განაწილება, სასმელი წყლისა და გზების მოწესრიგების საკითხებია.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მასზე ზრუნვაა, არ ვამბობთ, რომ იდეალური ხელისუფლება ვართ, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ დაუბრუნა ადამიანებს ღირსება და თავისუფლება. დღეს, არავის ართმევენ ბიზნესს, არ ისჯებიან საკუთარი აზრის გამოხატვისთვის. სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება კი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner