ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ზოგს რა მაგრად გაუმართლა წინასაარჩევნოდ: პანდემიის გამო შეკრებებზე პირბადის გაკეთება აუცილებელია. ჰოდა, თუკი სადმე შეხვედრაზე ან აქციაზე მისვლა გარდაუვალია, მაგრამ არჩევნების შემდეგ რა იცი, რა ხდება, პირბადეს გაიკეთებ და მიხვალ. ვინც კარგი ნაცნობია, გამოელაპარაკები და პირბადეშიც გიცნობს, ვინც არა და, – ვითომ არ იყავი. თუ გკითხავენ, – მაშინ სად იყავიო, უპასუხებ, – იქ ვიყავი, პირბადე მეკეთა და ვერ მიცანიო. დაახლოებით ისეა, 2012 წლის შემდეგ ზოგიერთმა მხრების თამაშით რომ გვამცნო, სააკაშვილის წინააღმდეგ აქციებზე ვიდექი და ვიბრძოდი, თქვენ ვერ მიცანით ქუდში და სათვალეშიო. არადა, იმ აქციებზე არავის უნახავს! ახლა პირბადეს სათვალეს და კაპიუშონსაც თუ მივუმატებთ, მთლად უკეთესი! “ – წერს მძინარაშვილი.