გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ქვეყნებს ერთობისკენ მოუწოდა.
მისი განცხადებით, მიესალმება ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ევროპას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
მერკელის თქმით, ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირში განხეთქილების თავიდან ასაცილებლად.
გერმანიის კანცლერის მოსაზრებით, ევროკავშირს საკმარისი ძალა აქვს დიდი ბრიტანეთის გასვლის შედეგებთან გასამკლავებლად.
„დიდ ბრიტანეთთან ევროკავშირიდან გასვლაზე მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა დაიწყოს, სანამ ლონდონი შესაბამის ფორმალურ პროცედურას არ აამოქმედებს. ვისაც ევროკავშირის ოჯახიდან გასვლა სურს, არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ვალდებულებებს თავს აარიდებს, პრივილეგიებს კი დაიტოვებს", -განაცხადა ანგელა მერკელმა.