logo_geo
eng_logo
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია
- +

4 ოქტომბერი. 2020. 11:40

 

 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების განცხადებით, აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია.

 

„განჯის სამხედრო აეროპორტი გაქრა“, – განაცხადა მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა, ვაგრამ პოღოსიანმა.

 

თავად ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიკ ჰარუთუნიანი აზერბაიჯანის მოქალაქეებს მიმართავს, დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული.

 

ქალაქ განჯის მიმართულებით ყარაბაღის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადასტურებს აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებელიც.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ 450-მდე ჯარისკაცი, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 10 უპილოტო თვითმფრინავი, სამი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი და სამი „სმერჩის“ სადგური დაკარგა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner