logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის ხელისუფლება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის დაჭრის შესახებ იუწყება, მთიან ყარაბაღში ინფორმაციას უარყოფენ
- +

4 ოქტომბერი. 2020. 15:01

 

 

აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი დაჭრეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ხიკმეთ ჰაჯიევის განცხადებით, არაიკ არუთუნიანი ზუსტი დაბომბვის შედეგად დაიჭრა.

 

ოფიციალური ბაქო არუთუნიანს აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რეჟიმის ე.წ. „მეთაურს“ უწოდებს.

 

სააგენტო, „არმენპრესის“ ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციაში არაიკ არუთუნიანის დაჭრას უარყოფენ და ამბობენ, რომ აზერბაიჯანი დეზინფორმაციას ავრცელებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner