-
+
4 ოქტომბერი. 2020. 17:24
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთიან ყარაბაღში ქალაქ ჯებრაილის აღების შესახებ განაცხადა. ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„დღეს, აზერბაიჯანის არმიამ ქალაქი ჯებრაილი და რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა. ჩემი სიყვარული აზერბაიჯანის არმიას. ყარაბაღი აზერბაიჯანია“, – წერია ილჰამ ალიევის ოფიციალურ განცხადებაში.
ქალაქი ჯებრაილი კონფლიქტის ზონის სამხრეთით, ირანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

წყარო :