logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში ქალაქ ჯებრაილის აღების შესახებ განაცხადა
- +

4 ოქტომბერი. 2020. 17:24

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთიან ყარაბაღში ქალაქ ჯებრაილის აღების შესახებ განაცხადა. ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

„დღეს, აზერბაიჯანის არმიამ ქალაქი ჯებრაილი და რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა. ჩემი სიყვარული აზერბაიჯანის არმიას. ყარაბაღი აზერბაიჯანია“, – წერია ილჰამ ალიევის ოფიციალურ განცხადებაში.

 

ქალაქი ჯებრაილი კონფლიქტის ზონის სამხრეთით, ირანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner