არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ქალაქების, სტეფანაკერტის და შუშის დაბომბვის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. სომხური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ქალაქების წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განხორციელდა.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლები, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვეყნის არმიის სამიზნე სომხეთის არმიის სამხედრო დაწესებულებები, სამხედრო ინფრასტრუქტურა, საცეცხლე პოზიციები და შენაერთებია.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება მშვიდობიან მოსახლეობას საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვებისკენ მოუწოდებს.