logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება
- +

28 ივნისი. 2016. 14:43



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად 29-30 ივნისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს.



გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოახიმ გაუკის შეხვდება, ბელვიუს სასახლეში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.



ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა გერმანიის პირველ ლედისთან დანიელა შადტთან.



გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელსაც შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის და ბუნდერატის პრეზიდენტებთან.



გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვითაც გამოვა.



საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner