logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური: დეზინფორმაციაა, თითქოს გიორგი გახარია გიორგი ვაშაძესთან დებატებში მიიღებს მონაწილეობას
- +

4 ოქტომბერი. 2020. 21:48

 

 

„დეზინფორმაციაა გავრცელებული რეკლამა, თითქოს პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია გიორგი ვაშაძესთან დებატებში მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ „აიპრესს“ პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს.

 

პრესსამსახურის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შემოთავაზებულ წინასაარჩევნო დებატების წილისყრაში, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მონაწილეობა მიიღო და მასთან ერთად რაუნდში აღმოჩნდა გიორგი ვაშაძის პარტიაც, თუმცა ის, რომ დებატები გიორგი გახარიასთან, როგორც “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან შედგება, არის „ფეიკ ნიუსი“ და სიმართლეს არ შეესაბამება.

 

“პარტია “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ვინ წარადგენს პარტიას აღნიშნულ დებატებში, ამის შესახებ საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს”, – აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.

 

შეგახსენებთ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ Facebook-ის გვერდზე დაანონსა, რომ 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გიორგი გახარიასთან დებატებში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner