logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევ: ქალაქი ჯაბრაილი და რეგიონის 9 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლებულია
- +

4 ოქტომბერი. 2020. 22:31

 

 

„ჩვენ აღვადგენთ ისტორიულ სამართლიანობას. ყარაბაღი ჩვენი უძველესი მიწაა.“ – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანის სამხედროებმა ქალაქი ჯაბრაილი და რეგიონის 9 სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა.

 

„დღეს ქალაქი ჯაბრაილი და მისი რამდენიმე სოფელი განთავისუფლდა ოკუპანტებისგან. დიდ მადლობას ვუხდი  ყველა იმ ჯარისკაცს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნებაში.

 

4 წლის წინ ჯუჯუგ მარჯანლიდან დავიწყეთ პირველი დაბრუნება. ჩვენ იმ დღიდან ჩაგვესახა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების იმედი. დღეს ჩვენ ისტორიულ მიწებს ვიბრუნებთ და ვწერთ ახალ ისტორიას.

 

ჩვენ ყველა ქალაქსა და სოფლებს აღვადგენთ, რომლებიც სომხების მიერაა განადგურებული. იმ სახელებს ავაშენებთ, რომლებიც თავის დროზე შეცვალეს. დღეს ჯაბრაილის მოსახლეობა ბედნიერია. ისინი საკუთარ მიწა-წყალს დაუბრუნდებიან.

 

დღეს ყველა ვტირით, ოღონდ სიხარულის ცრემლებით. 90-იან წლებში დამარცხებას ვტიროდით.

 

ყველა დევნილი დაუბრუნდება საკუთარ მიწა-წყალს სამხედრო ძალით. მოლაპარაკებით იმიტომ არა, რომ ყველა მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ისინი მოლაპარაკების გზით ცდილობდნენ დროის მოგებას.

 

30 წლიანი მოლაპარაკება შეიძლება?! საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა განცხადება ქაღალდზე დარჩა, რა შედეგი მივიღეთ?! გაიზარდა ჩვენს მიმართ აგრესია. იმ დონეზე გათავხედდნენ რომ ერთ გოჯ მიწას აზერბაიჯანს არ გადავცემთო ამბობდნენ. ჩვენ თანახმა ვიყავით, რომ აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწები ნელ-ნელა დაბრუნებოდა აზერბაიჯანს.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთის საჰაერო ძალები ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის მოლაპარაკება?! ეს არის მშვიდობის მსურველებმა?!

 

სირიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან ხალხი ჩამოჰყავთ და უკანონო დასახლებას აკეთებენ. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდეთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია. მათ კი გვითხრეს, ჩვენ არ გვეხება ეს საქმეო.

 

ახლა რატომ ყოფენ ცხვირს ჩვენს საქმეში, შეწყვიტეთ ცეცხლიო?! სომხებს ვეუბნები ერთი-ერთში ვიბრძოლოთ-მეთქი, მაგრამ მაგის მამაცობა არ გააჩნიათ. ყოველდღე ვიღაცებთან რეკავენ გვიშველეთო. ჩვენ მაგათ ისე გავყრით აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, როგორც ძაღლს აგდებენ გარეთ. ახლა გვეუბნებიან ზავი დავდოთო. ორი წლის წინ  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დავდეთ.

 

შიდა პრობლემები გვაქვს და გვაცადეთ მოვაგვარებთ და მერე მოლაპარაკებაზე მოვალთო. მერე რა ქნა მივიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ მართავადა შეხვედრებს. თუ მშვიდობა უნდა თქვას. მე აზერბაიჯანის ტერიტორიებს ვაღიარებ. მე დავუბრუნებ ტერიტორიებს.

 

აზერბაიჯანის მოსახლეობას კი ბოდიშს ვუხდი და ყველაზე მთავარი, გრაფიკი მოგვცეს ჯარის გაყვანის. მე თუ გავჩერდები ისინი არ გაჩერდებიან ძალებს მოიკრებენ და ისევ ცეცხლს გაგვიხსნიან. ჩვენ ისტორიულ სამართლიანობას ვუბრუნებთ, ჯაბრაილის დაბრუნებაც ამის მაგალითია. ყარაბაღი ჩვენია!“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner