logo_geo
eng_logo
მანანა სუხიშვილი: მსოფლიოში არსად ხდება, რომ ერთი კომპანია იყოს საავადმყოფო, წამლის გამომწერი, წამლის მიმწოდებელი და დამზღვევიც
- +

4 ოქტომბერი. 2020. 22:39

 

 

პოლიტიკოს-აფთიაქარმა, დმანისის „მარადმწვანე“ მაჟორიტარმა კახა ოქრიაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ კუდის ამოძუების შემდეგ, თავის მსგავს „დამოუკიდებელ–წარმატებულ“ ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ კი დააარსა, მაგრამ „დამოუკიდებლობას“ დიდხანს ვერ გაუძლო და პარტიასთან ერთად მშობლიურ წიაღს, ანუ „ნაცმოძრაობას“ დაუბრუნდა. არანაირ უხერხულობას არ მიჩენს არც ხუთიანი და არც სხვანაირი ნომერი, მე ნომერი არ ვარ, მე ვარ კახა ოქრიაშვილი, მე ვარ ბოლო და ყველაზე მაგარი მაჟორიტარიო, გვამცნო დმანისელმა „ფრთაფარფატა“ პოლიტიკოსმა.

 

ახლა ძველი გუნდი კვლავ მისაღები ყოფილა ამ „მრავალპროფილიანი“ დმანისელთა „რჩეულისთვის“, „ნაცმოძრაობას“ ისეთი გეგმები აქვს, ჩემსას ემთხვევა, – აღიარა მიშამ და ახლა ბოდიშებს იხდისო. რა აღიარა და რაზე მოიხადა ბოდიში „დიდო“ პოლიტიკოსო, როდის თქვა ამ ბოროტმა კლოუნმა და ვერ გავიგეთ დავაშავე და ვინანიებო?  ოქრიაშვილის „მიმომფრენ“ პერსონას არც დავუთმობდით დროს, ისიც რომ არ გახლდეთ ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი წინამდებარე სტატიის თემისა, რომელიც სააფთიაქო ბიზნესს, მედიკამენტების კატასტროფულ ფასებს, მონოპოლისტებსა და სავარაუდო კარტელურ გარიგებებს ეხება. ამ კაცს, რომელიც ცხრაპირ ტყავს აძრობს სხვა „ბრენდ-აფთიაქარებთან“ ერთად მოსახლეობას, თურმე ისეთი გეგმები აქვს, თან „ნაცებთან“ „დამთხვეული“, რომელიც აგვაშენებს და დაგვამშვენებს.

 

ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ ნომერში რესპონდენტი აცხადებდა, ოქრიაშვილის „პსპ“, მედიკამენტების მარტო რეალიზატორი კი არა, იმპორტიორიცაა და 705–იანი დანამატით ახდენენ შემოტანილი წამლების გაყიდვასო. ჩვენც ვვარაუდობდით, რომ ეს ფრიად მოკრძალებული ციფრი იყო, სინამდვილეში ლამის 700-800%–საც აღწევს ეს დანამატი. თურმე ტყუილად არ ამბობს ხალხი, ათმაგ ფასებში ყიდიან აფთიაქები ხშირ შემთხვევაში, საეჭვო ხარისხისა და წარმომავლობის მედიკამენტებსო.

 

როგორც მითხრეს, ჩინეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ნაწილს ფქვავენ, დიდი დოზით უმატებენ ზემოაღნიშნულ კომპონენტებს, შეფუთავენ ევროპულ „სამოსში“ და ასე გვასაღებენ ევროპულზე უფრო ძვირ ფასებშიო. საერთოდაც, საქართველოზე გაცილებით იაფია მედიკამენტები ჩვენს სამეზობლოში, იქ კაპიკებში ყიდულობენ აქაური ვაი-იმპორტიორები და ჩვენზე ცეცხლის ფასად ყიდიანო. „ავ ენებს“ თუ დავჯერებთ, კოლექტიური „ნაცებისა“ და მათი სატელიტების მიერ გმირად გამოცხადებული ვაჟა-ექიმიც (გაფრინდაშვილი) ამ ბიზნესით იყო დაკავებული. ოკუპირებულ ახალგორსა და ცხინვალის რეგიონს იმიტომაც სტუმრობდა ასე ხშირად, რომ იქ მიზერულ ფასად ნაყიდი სხვა დასხვა დასახელების მედიკამენტების აქეთ „იმპორტირებას“ ეწეოდაო. წამლის ჩინური „იმპორტით“ რომ დავინტერესდი, თუ ასეთ მაქინაციებს აქვს ადგილი, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო რატომ არ რეაგირებს-თქო, გია თვალავაძესთან ჰქონდათ „გაიასნებული“ და მწვანე შუქიც ანთებულიო. გია თვალავაძეში, რესპონდენტები ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსს გულისხმობდნენ.

 

რეგულირების სააგენტოს უფროსი ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. თვალავაძესთან ერთად კიდევ ხუთი პირი დააკავეს. გამოძიება აცხადებდა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 აფთიაქში, ფსიქტროპული საშუალებების რეალიზაცია უკანონოდ ხდებოდა, რაზეც რეგულირების სააგენტოს უფროსი რეაგირებას არ ახდენდა. სხვათა შორის, ამ საქმეზე ჯამში ოცი პირი მისცეს სს-ის პასუხისგებაში. დანარჩენებს ჯგუფურად ჩადენილ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი. მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, ჯამში 4.094.709 ლარი შეადგინაო.

 

ისე, საინტერესოა, იმ 15 მხილებულ აფთიაქში, ბრენდ „გრანდების“ წარმომადგენლებიც თუ შედიოდნენ.

 

იმის საილუსტრაციოდ, რომ სამეზობლოში მედიკამენტებზე ყველაზე მაღალი ფასები საქართველოშია, გასული წლის შემოდგომაზე, კახა კუკავას „თავისუფალმა საქართველომ“ თურქეთიდან მართლაც გაცილებით დაბალ ფასებში შემოიტანა წამლები.

 

მცირე აფთიაქებს ამ ხელსაყრელ „მიმწოდებელთან“ თანამშრომლობის სურვილი გამოუთქვამთ, რაც ეჭვს არც იწვევს, ამ აფთიაქების საშუალებით მოვახდენთ რეალიზაციას, ისინი იაფად გაყიდიან, შემდეგ სხვა დიდი კომპანიები იძულებული იქნებიან ფასები დააკლონ, ბაზარზე იაფიანი მედიკამენტები მასობრივად ხელმისაწვდომი რომ იქნება, „ავერსსა“ და „პსპ“–საც მოუწევთ ფასების დაგდებაო.

 

კუკავა აცხადებდა, განაცხადი შევიტანეთ წამლის სააგენტოში იმპორტთან დაკავშირებით, როდესაც ნებართვას მივიღებთ, შემოტანა მარტივად მოხდებაო.

 

წამლის სააგენტოს შეფი ზაალ კაპანაძე გახლავთ, რომელიც 2019 წლის 13 დეკემბრიდან იკავებს ამ თანამდებობას.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „თავისუფალმა საქართველომ“ რამდენიმე დასახელების პრეპარატი შემოიტანა თურქეთიდან და გამოაქვეყნა თურქეთის და შესაბამისად, საქართველოს ფასები.

 

ეს ის მედიკამენტებია, რომლებსაც რეცეპტი არ სჭირდება, წნევის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო პრეპარატებია, ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, იანუმენტი – დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების დამატებაა და ა.შ. ამ იმპორტ-რეალიზაციიდან მოკლე ხანში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ იაფი მედიკამენტების კამპანიასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო. შესაშური ოპერატიულობაა, ნეტა ყოველთვის ასე მყისიერად რეაგირებდეს ხელისუფლება მართლაც სერიოზულ, უხეშ დარღვევებზე. კახა კუკავას სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ, მოკლვევა სს-ის კოდექსის ორი მუხლით დაიწყეს, პირველი – იაფი მედიკამენტების პროგრამით ამომრჩევლის მოსყიდვა, მეორე – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. კუკავაც აცხადებდა, მედიკამენტების ფასების სხვაობა თურქეთსა და საქართველოს შორის, დაახლოებით 70%-იაო, რომელი 70 პატივცემულო, ზოგ შემთხვევაში ლამის 1000 პროცენტს ურტყამს. კუკავას თქმით, აუდიტის არცერთი ბრალდება რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან რეალურად ეს მედიკამენტები საბაზროზე დაბალ ფასად არ გაუყიდიათ.

 

წლის მიწურულს პრესაში „თავისუფალი საქართველოს“ სხვა წარმომადგენლის ინტერვიუც გამოქვეყნდა, დამთავრდა „ავერსისა“ და „პსპ“-ს ზღაპრები, წამლების მაღალ ფასებთან დაკავშირებითო. მათ მაშინ მედიკამენტები ქალაქ ხოფში შეიძინეს და შემოიტანეს, თავადვე დარწმუნდებით, რომ საქართველოსთან შედარებით ძალიან იაფი ღირდა იქ მედიკამენტები. საქმე იმაშია, რომ თურმე ხოფაში თურქეთის სხვა ქალაქებთან შედარებით, ისედაც ძვირი ყოფილა წამლები. ეს მოგვიანებით გაუგიათ პოლიტიკოს-„იმპორტიორებს“, ამიტომ ვფიქრობთ, უფრო დაბალ ფასად მოვახერხებთ შემოტანას, უკვე დავრეგისტრირდით წამლის შემომტან საარენტოდო. ბავშვთა კვების პროდუქტების ხელსაყრელ ფასად შემოტანაც შეიძლება, რადგან ჩვენთან ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ჩვენ არ გვაქვს ამბიცია, რომ მთელ საქართველოს მოვამარაგებთ, ჩვენი მიზანია წამალი გაცილებით იაფ ფასად იყიდებოდეს. რასაც გვეუბნებიან ავერსსა და პსპ-ში, რომ საზღვარზე იბეგრება და ა.შ. დაძველდა. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება არაბრენდ, ე.წ. უბნის აფთიაქებთან, ისინი თანახმა არიან 15-20%-იანი წანამატით გაყიდონ წამლები. რისინი კომერციულ საქმიანობას ეწევიან და რა თქმა უნდა, პროცენტი უნდა დაადონ, ოღონდ არა 600%, სრულიად საკმარისი იქნებმს 20% და ესეც ბევრად დაბალი ფასი გამოვა ბრენდ აფთიაქებთან შედარებით. შესაბაიმსად, მონოპოლისტ აფთიაქებს მოუწევთ ფასის დაგდება. წამლის სააგენტო ბიუროკრატუილი ორგანო გახდა, მას არა აქვს გავლენა ფასების რეგულაციაზე, რადგან არ სურთ, რომ ჰქონდეთო.

 

ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ აწარმოოთ თუ შემოიტანოთ იაფფასიანი წამლები. საქართველოში, ყოველ შემთხვევაში დედაქალაქში, ლამის ყველა მეორე აფთიაქში ამზადებდნენ წამლებს, რომლებიც ხარისხით არ ჩამოუვარდებოდა იმპორტირებულს, განა რა გახდა ამ მრეწველობის აღდგენა? გოთუას ქუჩაზე მდებარე ე.წ. ბაქტერიოგაფს და მის წარმოებულ პრეპარატებს ლამის მსოფლიო იცნობდა, მაოხრებელი „ნაცრეჟიმის“ თუ მისი წინამორბედის მსახვრალი ხელი ამ დიდი ტრადიციების მქონე ორგანიზაციასაც შეეხო, მაგრამ ვითომ ასე ძნელია მისი და საერთოდ, დარგის აღდგენა. ძნელია არ დაეთანხმო „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომ მონოპოლისტ აფთიაქებს სულ ჰყავთ პარლამენტში თავისი წარმომადგენელი, ვინმესთვის საიდუმლოა, რომ „პსპ“ კახა ოქრიაშვილის საკუთრებააო, მთელ მსოლფიოში არსად ხდება, რომ ერთი და იგივე კომპანია იყოს საავადმყოფო, წამლის გამომწერი, მერე წამლის მიმწოდებელი და ბოლოს, დამზღვევიც. როცა ავადმყოფი მთლიანად მის ხელშია ექიმით დაწყებული, წამლით გაგრძელებული და დაზღვევით დამთავრებული, ხოლო სახელმწიფო არ ერევა ამ საქმიანობაში, საიდან იქნება კონკურენცია. ამიტომ მივიღეთ ეს 500-600%–ით გაზრდილი ფასებიო. ვიმეორებთ, ეს აქ მარტო „პსპ“-ზე არ არის საუბარი, სხვა მონოპოლისტსაც ეხება. რა ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უწევენ და რა ხარისხის წამალს აწვდიან პაციენტებს, ეს კიდევ საკითხავია.

 

მანანა სუხიშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner