logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: კვლევა რომელიც GFK-მ ჩაატარა, ოდესაშია შეთანხმებული
- +

ავტორი ანა ფერაძე

28 ივნისი. 2016. 14:47



გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4% „ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7% მისცემდა.


ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორთან" ისაუბრა და განაცხადა, რომ კვლევა, რომელიც ჩატარდა, ოდესაშია შეთანხმებული და  მიმართული იმისთვის, ნაციონალებმა საზოგადოებას აჩვენონ,  რომ ჯერ კიდევ აქვთ ძალა.



„ეს კვლევა ოდესაშია შეთანხმებული. ეს არის პრევენცია იმისათვის, რომ მარტივ მამრავლებად არ დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა". ეს კვლევა სწორედ ამას ემსახურება.

 

„ნაციონალური მოძრაობა" იშლება. მათი ნარჩენებისგან რამდენიმე პარტია შეიქმნა და კიდევ მოსალოდნელია  „ნაციონალების"  ნგრევა.

 

„ნაციონალების" მიზანია, შექმნან განწყობა, რომ ჯერ კიდევ აქვთ რესურსი და ძალა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

 

კონკრეტულად კვლევას რაც შეეხება. ორგანიზაცია არ აქვეყნებს მიზნობრივ ჯგუფებს, მეთოდოლოგიას, რა ასაკობრივი ჯგუფი იქნა გამოკითხული, პოლიტიკურად მოტივირებული იყო თუ არა - თუ ეს ყველაფერი არ ქვეყნდება, ჩნდება ეჭვი.

 

კვლევაში კითხვა - მოგწონთ თუ არა ხელისუფლების მუშაობა? -  ისეთი  მეთოდით არის დასმული, რომ მიიღონ სასურველი შედეგი.

 

კონკრეტულად რითი საზღვრავენ „ნაწილობრივ მოწონს" ან „არ მოწონს", ჩემთვის გაუგებარია. კვლევას ეტყობა, რომ კომპეტენტური არ არის.

 

არ არის ცნობილი, რომელ ქალაქში ჩატარდა აღნიშნული კვლევა, რა რაოდენობით ადამიანი გამოიკითხა, როგორი იყო ასაკობრივი ზღვარი - ეს ყველაფერი ამ გამოკვლების მიმართ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

 

ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვნახავთ მსგავს კვლევას, რომელიც ოდესაშია შეთანხმებული ზუსტად იმისთვის, რომ ელექტორატი არ დაკარგონ და შეინარჩუნონ ყალბი ერთიანობა და აჩვენონ ხალხს, რომ თითქოს როგორი ძალა გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner