logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი დღეს თურქეთში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება
- +

5 ოქტომბერი. 2020. 14:07

 

 

 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს თურქეთში ჩავა. ანკარაში იენს სტოლტენბერგი შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსა და თავდაცვის მდივან ჰულუსი აკარს.

 

NATO-ს გენერალური მდივნის თურქეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

აღსანიშნავია, რომ თურქეთის შემდეგ იენს სტოლტენბერგი საბერძნეთში გაემგზავრება. მისი ვიზიტი ორ ქვეყანაში ათენსა და ანკარას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე შედგება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner