logo_geo
eng_logo
ირაკლი ალასანია თინა ხიდაშელს: ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც!
- +

2 მარტი. 2016. 12:51


„ირაკლი ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ოპოზიციაში არ უნდა წასულიყო", - თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ამ განცხადებას „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პასუხობს.


„ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც", - ამბობს ალასანია.


ალასანიას თქმით, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ხიდაშელი უპირისპირდება თოფაძეს და „მრეწველებს", ხოლო „თავისუფალ დემოკრატებს" დაპირისპირება მოუხდათ ყოფილ პრემიერებთან:


„საქართველოში მოვლენების და ცნებების აღრევა ხშირად ხდება. ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც. მინდა შეგახსენოთ, რომ ხიდაშელს ნერვებს უშლის თოფაძე და პარტია „მრეწველები", ხოლო ჩვენს წინააღმდეგ იმ დროს მოქმედი და ყოფილი პრემიერები იყვნენ დარაზმული. ამ 2 ფაქტს შორის ამ კუთხით საკმაოდ დიდი განსხვავებაა", - განაცხადა ალასანიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner