„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ექიმებს შეხვდა.
კანდიადტის თქმით, ექიმები და სამედიცინო პერსონალი დღეს ერთგვარ ფრონტის ხაზზე დგანან რისთვისაც მადლობას უხდის მათ. შეხვედრაზე ასევე მუნიციპალიტეტში სფეროში არსებულ ვითარებაზე, პრობლემებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრეს.
„დიდ პატივისცემას იმსახურებენ ჩვენი მედიკოსები, რომლებიც ქვეყნის და მსოფლიოს საერთო გამოწვევის - კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, მადლობას ვუხდი მათ თავდაუზოგავი მუშაობისთვის.
2020 წელს დასრულდება წალენჯიხისა და ჯვრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული შენობების მშენებლობა, ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი. მედანის, ნაკიფუს, ჩქვალერის, ჯგალისა და ლიის ადმინისტრაციულ ერთეულებში აშენდა და რეაბილიტირდა ამბულატორიები. თითოეული მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა.
გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.
მიღწეული წარმატებების ფონზე რჩება გამოწვევები და გადასაჭრელი პრობლემებიც.
ჩვენი გუნდი ერთადერთია, რომელსაც აქვს მათი გადაჭრის ამბიცია, სურვილი და შესაძლებლობა.
ჩვენი ხელისუფლებისთვის სამედიცინო სექტორის მხარდაჭერა და განვითარება მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის საყოველთაო რეფორმამ, ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა იყო საქართველოსთვის. ამჟამად ამ რეფორმის დახვეწის, სამედიცინო სექტორის განვითარებისა და სამედიცინო სერვისების ხარისხის ამაღლებაა მნიშვნელოვანი ამოცანა“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.