logo_geo
eng_logo
კახეთის პოლიციამ დედოფლისწყაროში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი
- +

5 ოქტომბერი. 2020. 23:10

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დედოფლისწყაროში 1 პირი - 1987 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

 

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა თავის მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, დედოფლისწყაროში დააკავა.

 

დ.ქ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტია და შემთხვევის დროს ის სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner