logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რადგან კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ
- +

6 ოქტომბერი. 2020. 00:44

 

 

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოხდა არაერთხელ, მაგრამ მასთან შეხვედრას ჩემი გადაწყვეტილების შეცვლასთან კავშირი არ ჰქონია,“ - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „TV პირველის“ ეთერში, მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

„გადაწყვეტილება შევცვალე იმიტომ, რომ ახლა, როდესაც არის შემთხვევების მატება და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევების მატებას არ მოჰყვეს სიკვდილობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რადგან მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ვახორციელებ კოორდინაციას ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

1-ელ ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner