აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოსახლეობა კორონავირუსის გადადების ახლად აღმოჩენილი გზის შესახებ გააფრთხილა. ცენტრის ცნობით, ვირუსი, არა მხოლოდ ახლო კონტაქტით, არამედ 1,8 მეტრის დისტანციაზეც გადამდებია. ამას უწყების საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტიც მოწმობს.
„არსებობს მტკიცებულება, რომ კონკრეტულ გარემოებებში ადამიანებმა COVID-19 გადასდეს მათ, ვინც 6 ფუტზე მეტი მანძილით იყვნენ დაშორებულნი“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.
შეტყობინების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს ცუდად განიავებულ დახურულ სივრცეში, ზოგ შემთხვევაში კი მაშინ, როცა დაავადებული მძიმედ სუნთქავს, მღერის ან ვარჯიშობს.