logo_geo
eng_logo
ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ რუსეთი სომხეთის უსაფრთხოებას დაიცავს
- +

6 ოქტომბერი. 2020. 02:34

 

სომხეთის პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი სომხეთს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება. ვრცელი ინტერვიუ ნიკოლ ფაშინიანმა გერმანულ გამოცემა Bild-ს მისცა.

 

„რუსეთს სომხეთში 102-ე სამხედრო ბაზა ჰყავს განთავსებული. ჩვენ გვაქვს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთიანი სისტემა. ამ სისტემასთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება, რომელშიც გაწერილია, რა შემთხვევაშია საჭირო მისი გამოყენება. ვიმედოვნებ, რომ რუსეთი შეასრულებს ამ ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას, თუ ამის საჭიროება იქნება,“- აღნიშნა ფაშინიანმა.

 

ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა. ინტენსიური შეტაკებები კონფლიქტის ზონაში ამ დრომდე გრძელდება. საერთაშორისო საზოგადოება სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რაზეც მხარეები არ თანხმდებიან და ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner