logo_geo
eng_logo
ყოფილი ხელისუფლების დროს ჩამორთმეული მიწების დაბრუნება
- +

28 ივნისი. 2016. 15:35



გონიოში 270-ზე მეტი ოჯახი მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებას შეძლებს. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ მიიღო.


მოთხოვნით ბათუმის საკრებულომ ბათილად ცნო 2010 წლის ოქმი, რომლითაც 271 გონიოელს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწა ჩამოართვეს, დაკმაყოფილებულია. გონიოელები გადაწყვეტილებას ემოციურად შეხვდნენ.


ენვერ ირემაძე: „ყველას გილოცავთ, ბათილად არის ცნობილი 2010 წლის გადაწყვეტილება".


რეზო გოგიტიძე: „რაც გვინდოდა, ჩვენ რასაც ვითხოვდით, ყველაფერი დაკმაყოფილდა".


დოკუმენტის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა გაახმოვანა.


ირაკლი ჭეიშვილი: „ანალიზის და საკანონმდებლო დაზუსტების საფუძველზე ნათლად გამოჩნდა, რომ გაუქმების კრიტერიუმები არ იყო კანონმდებლობით გამყარებული და წარმოადგენდა ხელოვნურად გამოგონილ მიზეზებს. საიდანაც ცალსახად ჩანს, რომ თუ რამდენად ითვალისწინებდა წინა ხელისუფლება ჩვენი თანამოქალაქეების საკუთრების უფლებას და თუ რამდენად მანიპულირებდა კერძო საკუთრებით მიწებით წინასაარჩევნოდ."


გონიოელების კუთვნილი მიწები 2010 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაა. დღეიდან კი ისინი, მიწაზე საკუთრების აღსადგენად საჯარო რეესტრს მიმართავენ. შემდეგ კი მიწის რეგისტრაციის საკითხს, ისევ ბათუმის საკრებულოს აღიარების კომისია ინდივიდუალურად განიხილავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner