logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ციხე-გალავნის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

6 ოქტომბერი. 2020. 18:02

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში  ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ციხე-გალავნის (კოშკებით) რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 სრულად აღდგება კომპლექსი, მოეწყობა საგამოფენო დარბაზი, საოფისე სივრცე, მოსასვენებელი, საინფორმაციო ცენტრი და ამფითეატრი.

 

სამუშაოების ღირებულება  557 602 ლარია და მას სს სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“ ახორციელებს. კომპლექსის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენით  ტურისტისთვის კიდევ ერთ საინტერესო ადგილი გახდება და ხელს შეუწყობს  ვიზიტორების სიმრავლეს. 

 

„მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია  ხელი შეუწყოს ტურისტული ობიექტების და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner