logo_geo
eng_logo
ირაკლი ხახუბია: „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანზე ზრუნვა და ეს ღირებულება გამოარჩევს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს
- +

6 ოქტომბერი. 2020. 18:59

 

 

სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურა და სახელისუფლებო გუნდის სამომავლო გეგმები - ამ საკითხებზე  ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია მოსახლეობას ფოთის ცენტრალურ ბაზარში ესაუბრა.

 

„სწორედ ასეთი შეხვედრების დროს იგრძნობა ყველაზე უკეთ ჩვენი მოქალაქეების განწყობა, რაც დიდ სტიმულს აჩენს ჩემში. ქართული ოცნების მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანზე ზრუნვა და ეს ღირებულება გამოარჩევს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, უმუშევრობაა. ამ პრობლემის დაძლევისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების გაძლიერებას და ეკონომიკურ განვითარებას.  არ შემიძლია არ ვახსენო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც არაერთი საწარმო გაიხსნა ჩვენს ქალაქში და დასაქმდა ასეულობით ადამიანი. შემუშავდა პროგრამა „სახელმწიფო - შენი პარტნიორია“, რომლის მიზანია მეწარმეობის, ფერმერობისა და ტურისტული ბიზნესის განვითარება“, -განაცხადა კანდიდატმა.

 

ირაკლი ხახუბიას თქმით, სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული სწორი პოლიტიკისა და რეგულაციების შედეგია ის, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს. ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად მმართველი გუნდი მუშაობს და ატარებს ქმედით ღონისძიებებს იმისათვის, რომ აღმოფხვრას ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი და ბიზნესს შეუქმნას პანდემიასთან ადაპტაციის პირობები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner