logo_geo
eng_logo
ლაშა შუკაკიძე: ლევან მამალაძის პოლიტიკური დევნა გრძელდება
- +

16 თებერვალი. 2016. 15:09

 

 

ე.წ. პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების საქმეების შესაძლო ხელახალი შესწავლის თხოვნით დღეს პარლამენტში ამ სტატუსის მქონე პირების და დეპუტატების, ასევე უფლებადამცველების შეხვედრა გაიმართა.

 

მხარეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სია ხარვეზებით შედგა და მასში ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა, მათ შორის ლევან მამალაძეც. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ლევან მამალაძის უკანონო პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტდევნილებისა და პოლიტპატიმართა საქმეები კომისიის მიერ პირადი განწყობილებებისა და შეხედულებების მიხედვით წყდებოდა.

 

როგორც მოძრაობა „სოლიდარობის“  წარმომადგენელმა ლაშა შუკაკიძემ განაცხადა, აღნიშნულ სიებში ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით დაყოფას, რაც სწორედ ლევან მამალაძის მიმართ იქნა გამოყენებული და  ამის გამო იგი ვერ მოხვდა პოლიტდევნილთა კატეგორიაში.

 

შუკაკიძის განცხადებით, აუცილებელია, ლევან მამალაძეს და სხვა პოლიტდევნილებსაც საშუალება მიეცეთ, სასამართლოს გზით დაამტკიცონ მათზე განხორციელებული პოლიტიკური დევნა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner