logo_geo
eng_logo
მესტიაში სპექტაკლ „ბეთქილის“ პრემიერა გაიმართება
- +

6 ოქტომბერი. 2020. 19:57

 

 

7-9 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის თეატრის ეზოში სპექტაკლ „ბეთქილის“ პრემიერა გაიმართება. ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

 

მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ დალის მითის შესახებ სპექტაკლი რეჟისორმა კახა ბაკურაძემ დადგა. სპექტაკლში თანამედროვე ხედვით, თეატრალური ხერხებითა თუ კინოს ელემენტებით სწორედ დალისა და ბეთქილის სიყვარულის  ლეგენდა ცოცხლდება. 

 

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: დავით რატიანი, თაკო ცქვიტინიძე, გეგი ფალიანი, ვასო ამურველაშვილი, ლილე ფილფანი, ანა ხერგიანი, სალომე ჭულუხაძე, რამაზ ფილფანი, ვაკო ხერგიანი, გიორგი ფილფანი, თემო ფირცხელანი, გია ფილფანი, გოგა უდესიანი, გოგა ფალიანი და დათა ფილფანი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია გეგი ფალიანი.

 

სპექტაკლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით დაიდგა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner