ანრი ოხანაშვილი იპოდრომთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
„როგორი უსინდისობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლასტერი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მიერ იპოდრომის თბილისის მერიისთვის გადაცემაზე. თან ვინ საუბრობს ამაზე? გიგი უგულავა და „ნაცმოძრაობის წარმომადგენლები", რომლებმაც რიყის ტერიტორია გაყიდეს ჯერ 7 მლნ ლარად, მერე გამოისყიდეს 17 მლნ-ად და აზარალეს სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს 17 მლნ-ი ხომ იცით, რისთვის უნდოდათ? ცნობილი ფაქტია, რომ ჯოზეფ ქეისთვის უნდა გადაეცათ წართმეული ტველეკომპანია „იმედის“ გამო, რომ მას საბოლოოდ დაეთმო 90% წილი. ეს ადამიანები საუბრობენ დღეს ასე უსინდისოდ. საუბრობს ბიუჯეტის ქურდი უგულავა, რომელმაც თბილისელებს ბიუჯეტიდან მოპარა 50 მლნ ლარამდე. დღეს ის აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც იპოდრომი, რომელიც ამ პირებმა გაყიდეს კერძო პირებზე, გამოისყიდა და კიდევ უნდა გახარჯოს რამდენიმე ათეული მილიონი. ამ ადამიანებს მერე გაუკვირდებათ, რატომ ეცემა მათი რეიტინგი და რატომ დამარცხდნენ არჩევნებში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.