საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ" ცვლილებები შევა, რომელიც 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. კანონპროექტის ავტორი გუგული მაღრაძე და ზვიად კვაჭანტირაძე არიან.
„ინიცირების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მწეველია. საქართველო, რუსეთის მერე, მეორე ადგილზეა მწეველთა რაოდენობის მიხედვით. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარებისგან.
მთავარი პრინციპი ის არის, რომ დაცული უნდა იყოს არამწეველთა ჯანმრთელობა.
2018 წლამდე კაფეებში, რესტორნებში მწეველთა ადგილი უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური მოწყობილობებით, იზოლირებული შუშებით, რომ კვამლი არ გამოდიოდეს დანარჩენ შენობებში.
2019 წლიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა. მოცემული იქნება კონკრეტული ზომები, როგორი უნდა იყოს შეფუთვა, გამაფრთხილებელი წარწერები და ასე შემდეგ.
მოცემული იქნება კონკრეტული ზომები, როგორ უნდა იყოს შეფუთვა, გამაფრთხილებელი წარწერები და ასე შემდეგ. კანონში წერია, რომ იქნება სავალდებულო. ასევე, აიკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამარშუტო ტაქსებში. ერთადერთი რჩება კერძო ტაქსები. კერძო ტაქსებშიც უნდა აკრძალულიყო, მაგრამ ეკონმიკის სამინისტრომ თქვა, რომ რაკი ჯერ კიდევ არ რეგულირდება კერძო ტაქსები, მათთვის ეს კანონი ნაადრევია. თუმცა მოგვიანებით კერძო ტაქსების თემასაც მივიუბრუნდებით.
აიკრძალება ხილული რეკლამა სიგარეტის, როგორც მაღაზიის გარეთ, ისე მაღაზიის შიგნით. ცხადია, სიგარეტი გაიყიდება, მაგრამ დახურული ბოქსებიდან. ისე, რომ არ გამოჩნდეს.
არ მგონია, ვინმემ გაბედოს და მხარი არ დაუჭიროს იმას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალოს. თუმცა შეიძლება იყოს რაღაც შენიშვნები.
ჯარიმები სხვადასხვაგვარი იქნება. დაწესებულებას სხვა ექნება, მწეველს - სხვა. ამ საკითხს ჯერ კიდევ დაწვრილებით გავივლით", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.